ირაკლი ბუღრიძე, რომელიც ბელგიის მეორე ლიგის ბინადარ “ბეერხოსტში” ასპარეზობდა დინამოში ჩაირიცხა. ბეერხოსტში ბუღრიძე ჩიხურადან გადაბარგდა თუმცა, იქ საქმე მაინცდამაინც კარგად ვერ აეწყო ,ის დინამოს აკადემიის აღზრდილია და უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელია, მისი სამშობლოში დაბრუნება სასიხარულოა და იმედია მშობლიურ კლუბში თავს კარგადაც წარმოაჩენს.