გუშინ ბარსელონას დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით ერნესტო ვალვერდე თანამდებობიდან გადააყენეს, როგორც ცნობილია, მას ძალიან არ სურდა ეს პოსტი დაეტოვებინა, ის ბარსელონას 2017 წლიდან უდგას სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, თითოჯერ კი ესპანეთის თასი და სუპერთასი მოაგებინა,რაც შეეხება ახალ მწრთვნელ კიკე სენტიენს, რომელიც ბეტისის ყოფილი თავკაცია, ის გუნდში მანამდე მოვიდა სანამ ვალვერდეს ოფიციალურად გაუწყვეტდნენ კონტაქტს, ამ დროის განმავლობაში გუნდი „შერეული“ მმართველობის ფორმით იმართებოდა. ვალვერდეს წასვლას დიდი წუხილი არ გამოუწვევია გულშემატკივრებში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები როგორ ზეიმობენ მის გადაყენებას.თუმცა ფაქტია ვალვერდეს საფეხბურთო სტილმა და ლოგიკამ კარგი შედეგბიც დადო თავის დროზე და რომ არა წმინდა წყლის სპორტული იღბალი უკეთესიც შეიძლებოდა და მერე ვინ იცის….

შეგახსენებთ რომ მანჩესტერ სიტის დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ძალიან წყდება გული ვალვერდეს გამო და რომ, ის ამას არ იმსახურებდა. ფაქტი კი ფაქტად რჩება წინ კი უამრავი მატჩი და უამრავი ზეიმია, რასაც ამ გუნდისაგან ხშირად ვართ მიჩვეული.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ