• ნოემბერი 29, 2021 8:10 pm

ტრაგედია ჰოლანდიაში – ჰერაკლესის ფეხბურთელი 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ბრალდებული

ერედივიზიონის კლუბის “ჰერაკლესის” 26 წლის ნახევარმცველი – რაი ვლოეტი, 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაშია ბრალდებული.

 

ნიდერლანდელი ფეხბურთელი კვირას საღამოს მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავარია მოუვიდა, რომელსაც 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგიკული ავარიის შემდეგ, ნიდერლანდელი ფეხბურთელი დააკავეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი წელი მოუწევს მას ციხეში გატარება. გარდაცვლილი ბავშვის გარდა, მანქანაში მისი მცირეწლოვანი ძმა, დედა და მამა ისხდნენ, რომელთა მდგომარეობაც ამ დრომდე მძიმეა.

 

“ჰერაკლესის” ტექნიკურმა დირექტორმა – ტიმ გილისენმა, დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათი კლუბის შემტევი ნახევარმცველი ბრალდებულია და მას პატიმრობა ემუქრება. ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ როი და მასთან ერთად მანქანაში მყოფი პირი, შესაძლოა ნარკოტიკისა ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყვნენ, თუმცა ამ ფაქტის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია, ამას პოლიცია დაადგენს.

 

“ჩვენ ვიცით, რომ რაი ვლოეტი იყო ამ ავარიის მონაწილე, ჩვენი ფიქრები მხოლოდ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახისკენ არის, ენითაღუწერელი ტრაგედიაა და ისევე როგორც ბავშვის ოჯახის წევრებს, ასევე როის გამძლეობას ვუსურვებ”. – განაცხადა ტიმ გილისენმა.

 

რაი ვლოეტი 26 წლის ნიდერლანდელი შემტევია ნახევარმცველია, მას ჰოლანდიის ნაკრების ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ასევე თამაშობდა “პსვ”-სა და “კამბურის” შემადგენლობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.