• ოქტომბერი 26, 2021 10:28 pm

მამარდას ფასი 4-ჯერ გაიზარდა – TRANSFERMARKT-ის ახალი მონაცემები

“ვალენსიას” ქართველ გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილს სეზონის შთამბეჭდავად დაწყება Transfermarkt.com-ისგანაც დაუფასდა. განახლებული მონაცემების მიხედვით, მამარდას ღირებულება 3 მილიონი ევროა, რაც მის ადრინდელ ფასს თითქმის 4-ჯერ აღემატება.

 

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მეკარე “ღამურებში” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მივიდა. ქართველს ვალენსიელთა ღრმა სათადარიგოდ განიხილავდნენ, მაგრამ მან პრესეზონზე თავი გამოიჩინა, რითაც ხოსეპ ბორდალასის ნდობა მოიპოვა. გიორგიმ ლა ლიგის პირველი 6 ტური სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, სადაც 7 გოლი გაუშვა.

 

მამარდას სერია “სევილიასთან” ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შეწყდა, რადგან მან ანდალუსიელებთან ორი უხეში შეცდომა დაუშვა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, “ლოს ჩეს” კარის დარაჯად იასპერ სილესენი იქცა.

 

რაც შეეხებათ სხვა ქართველ ფეხბურთელებს, Transfermarkt-ი ყველაზე ძვირად ისევ ხვიჩა კვარაცხელიას აფასებს – 18 მილიონი ევრო. მეორე პოზიციაზე საბა ლობჟანიძეა, რომელმაც თურქეთის სუპერლიგა ფენომენალურად დაიწყო და ეს მის ფასზეც აისახა.

 

იხილეთ ქართველი მოთამაშეების TOP 10:

 

1. ხვიჩა კვარაცხელია – 18.000.000 ევრო

 

2. საბა ლობჟანიძე – 3.400.000 ევრო

 

3. გიორგი მამარდაშვილი – 3.000.000 ევრო

 

3. დავით ხოჭოლავა – 3.000.000 ევრო

 

3. ოთარ კიტეიშვილი – 3.000.000 ევრო

 

6. გიორგი ჩაკვეტაძე – 2.700.000 ევრო

 

7. საბა კვირკველია – 2.500.000 ევრო

 

8. ჯიმი ტაბიძე – 2.500.000 ევრო

 

9. ზურიკო დავითაშვილი – 2.500.000 ევრო

 

10. ლევან შენგელია – 2.000.000 ევრო

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.