• ოქტომბერი 26, 2021 3:55 pm

საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი პრიშტინას აეროპორტში ვერ ეშვებოდა – მიზეზი ცნობილია

საბერძნეთთან, ბათუმში განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოში გაემგზავრა, სადაც ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.

 

საქართველოს ნაკრები პრიშტინაში, თავისთავად, თვითმფრინავით გაემგზავრა, თუმცა მგზავრობისას მცირე პრობლემა შეიქმნა, რამაც ნაკრები შეაფერხა.

 

40 წუთის განმავლობაში, თვითმფრინავი პრიშტინას თავზე დაფრინავდა და აეროპორტში ვერ ეშვებოდა, ამის მიზეზი კი ცუდი ამინდი იყო.

საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდა.

 

ქართველმა ფეხბურთელებმა უკვე გამართეს პირველი სავარჯიშო სესიაც ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე.

 

შეგახსენებთ, რომ კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.