• სექტემბერი 19, 2021 3:49 pm

რუსი კომენტატორი: “ბარსელონამ” მესის შემცვლელად კვარაცხელია უნდა იყიდოს”

ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ცნობილმა რუსმა კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ხვიჩას ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლია და უფრო მეტიც, ფიქრობს, რომ „ბარსელონამ“ ლიონელ მესის შემცვლელად უნდა შეიძინოს.

 

„საკითხი სწორად უნდა დაისვას. „იუვენტუსმაც“ ვერ შეძლო რონალდუს შენარჩუნება და „ბარსელონამ“ მესის შენარჩუნება ფინანსური პრობლემების გამო. თანამედროვე ფეხბურთში სრულიად ნორმალურია, როდესაც ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი მოდის კლუბში, თამაშობს რამდენიმე სეზონს, იზრდება მისი ღირებულება და შემდეგ კლუბი ყიდის იქ, სადაც ფულს გადაიხდიან, რადგან ფეხბურთი მხოლოდ გართობა არაა, ბიზნესიცაა. ეს ნორმალური მოვლენაა, ნებისმიერ კლუბისთვის, მათ შორის „რუბინისთვის“.

ვფიქრობ, ხვიჩა უნიკალური ნიჭის ფეხბურთელია. მგონია, რომ მას აბსოლუტურად ნებისმიერ ჩემპიონატში და ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლია. „ბარსელონას“ ადგილზე რომ ვიყო, მესის შემცვლელად წავიყვანდი. რაც შეეხება ინგლისს, იქაც უყვართ ასეთი ფეხბურთელები: სწრაფი, ტექნიკური. ჯანმრთელობის პრობლემები თუ არ შეექმნება, მას ბრწყინვალე კარიერა ექნება, შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს“, – თქვა ჩერდანცევმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

37 thoughts on “რუსი კომენტატორი: “ბარსელონამ” მესის შემცვლელად კვარაცხელია უნდა იყიდოს””
  1. Howdy I am so glad I found your blog page, I really found you by accident, while I was looking on Yahoo for something else, Anyhow I am here now
    and would just like to say kudos for a marvelous post and a all round enjoyable blog (I also
    love the theme/design), I don?t have time to go through
    it all at the minute but I have book-marked it and also added
    your RSS feeds, so when I have time I will be back to read a lot more, Please do keep
    up the awesome b.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.