დასრულდა ლეგენდების ტურნირი – AOK TRADITIONSMASTERS, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა. ტურნირში ჰერტას სახელით ვიასპარეზე, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვულოცავ ამ გამარჯვებას ჰერტას – გუნდს, სადაც აქტიური საფეხბურთო კარიერა დავასრულე.

ტურნირში წარმატებით იასპარეზა თბილისის დინამოს ვეტერანთა გუნდმა და ვულოცავ მათ ვიცე-ჩემპიონობას. მიხარია, რომ თბილისის დინამომ შეძლო წამყვანი გერმანული გუნდების დამარცხება და ტურნირში მეორე ადგილის დაკავება. აქვე მინდა მივულოცო, ალექსანდრე იაშვილს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის, ხოლო გიორგი ლომაიას – საუკეთესო მეკარის ტიტული.

19 იანვარს კი ვეტერან ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირს ბათუმი უმასპინძლებს. ზამთრის თასი უკვე მეოთხე წელია იმართება და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის გულშემატკივარს წინ საინტერესო სანახაობა ელოდება – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ