• სექტემბერი 19, 2021 3:56 pm

სამწუხარო ინფორმაცია ქართველი ქომაგებისთვის

როგორც მოგეხსენებათ, 2 სექტემბერს კოსოვოსთან გამართული მატჩის მე-11 წუთზე საქართველოს ნაკრების და გრაცის “შტურმის” ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

 

როგორც ირკვევა, 25 წლის ფეხბურთელს კუნთის სპაზმი გაუმიზეზდა, რის გამოც დაახლოებით 3-4 კვირა გაუცდება და ის გამოტოვებს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩს “მონაკოს” წინააღმდეგ. ასევე საეჭვოა მისი “პსვს” წინააღმდეგ გამოჩენაც.

 

ცნობისთვის, კიტეიშვილი ტრავმის მიღებამდე დიდებულ ფორმაში იყო, მან საპლეიოფო ეტაპის პირველ დაპირისპირებაში პენალტი აიკიდადა შემდეგ გოლიც გაიტანა, ხოლო მეორე შეხვედრაში თავის გამოჩენა კვლავ შეძლო.

 

აღსანიშნავია, რომ ავსტრიულ კლუბს ევროპის ლიგაზე საკმაოდ რთული ჯგუფი შეხვდა, რადგან B ჯგუფში მასთან ერთად “მონაკო”, “პსვ” და “რეალ სოსიედადი” არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.