• სექტემბერი 19, 2021 6:00 pm

ქინქლაძე: “დღევანდელ სიტიში ძირითად შემადგენლობაში მოვხვდებოდი”

გიორგი ქინქლაძე დღემდე “მანჩესტერ სიტის” ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად ითვლება.

 

ჟურნალმა FourFourTwo-მ, ქართველ ექს-ფეხბურთელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა:

 

„ძნელი სათქმელია, რა პოზიციაზე ვითამაშებდი დღევანდელი ფორმაციის გუნდში, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – “სიტის” ძირითად შემადგენლობაში მოვხვდებოდი.

 

პეპ გვარდიოლა ჩემთვის ყველა დროის 3 საუკეთესო მწვრთნელში შედის, ამიტომ ვფიქრობ, მის ფილოსოფიას ადვილად მოვერგებოდი. თუ ძველ “სიტიში” მოვახერხე თავის გამოჩენა, წარმოიდგინეთ, რის გაკეთებას შევძლებდი დღევანდელ ვარსკვლავებით სავსე მანჩესტერში,” – განაცხადა ქინქლაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.