• სექტემბერი 19, 2021 5:58 pm

კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი – ნაკრებს ლობჟანიძეც ვერ დაეხმარება

საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან დაპირისპირებაში ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, აგრეთვე მისი ერთ-ერთი ლიდერი და საუცხოო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე ვერ დაეხმარება, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას nakrebi.ge ავრცელებს:

 

“საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება. 1 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ ბათუმი არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო. ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას, საბა ლობჟანიძე გამოტოვებს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.