• ოქტომბერი 26, 2021 9:19 pm

გაგიკვირდებათ და, საიმანოვი ამბობს, რომ ხვიჩა ნაკრებში მოდის…

ვერ გეტყვით, რამდენად მართალია, მაგრამ “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ეს ინფორმაცია РБК Спорт-მა გაავრცელა – ვციტირებთ სიტყვა-სიტყვით:

 

“რუბინიდან” გვაცნობეს, რომ კვარაცხელია კლუბში “ჯერ რჩება”

 

“ფეხბურთელი ნაკრებში “რუბინის” ფეხბურთელის რანგში მიდის, კლუბს “ტოტენჰემისგან” წინადადება არ მიუღია.

 

საფეხბურთო კლუბ “რუბინს” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ინგლისის პრემიერლიგის კლუბ “ტოტენჰემისგან” წინადადება არ მიუღია. ამის შესახებ ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა РБК Спорт-ს განუცხადა.

 

“ხვიჩა ნაკრებში მიდის და ჯერ “რუბინში” რჩება. “ტოტენჰემისგან” წინადადება არ შემოსულა”, – თქვა საიმანოვმა”.

 

კვარაცხელიამ ტრავმის გამო “რუბინის” ბოლო

ორი მატჩი გამოტოვა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნულ გუნდსაც ვერ დაეხმარება.

 

ტრავმის შემდეგ მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღის შესახებ “რუბინის” მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ აღნიშნა, რომ რაც უნდა თქვას, ეს შეიძლება სიმართლე არ იყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.