პრემიერლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტიმ” გასვლაზე ,,ასტონ ვილა”  6-1 დაამარცხა.არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ 3 გოლის გატანა შეძლო.

არგენტინელმა თავდამსხმელი ამ ჰეთთრიკით პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა. მან მე-12 ჰეთთრიკი გაიფორმა და ალან შირერის რეკორდი დაამხო.

არგენტინელს თავდამსხმელს პრემიერლიგურ კარიერაში 177 გოლი დაუგროვდა. მან ამ მაჩვენებლით ტიერი ანრის გადაუსწრო და პრემიერლიგის ლეგიონერებს შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ხოლო სიტის მაისურით ყველა ტურნირზე 359 შეხვედრაში 249 გოლი აქვს გატანილი.

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ