გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ლეგენდების ტურნირში დინამო თბილისის გუნდმა, რომლის კაპიტანი კახა კალაძე იყო მეორე ადგილი დაიკავა.

ნახევარფინალში “დინამო თბილისმა” ბრემენის “ვერდერი” ანგარიშით 5:2 დაამარცხა. გატანილი გოლების ავტორები კახა კალაძე და ალექსანდრე იაშვილი არიან.

ფინალური შეხვედრა “დინამო თბილისმა” ბერლინის “ჰერტასთან” გამართა. მატჩი ბერლინის “ჰერტას” გამარჯვებით დასრულდა.

ძალიან მაგარი ტურნირი იყო, სადაც “დინამო თბილისმა” წარმატებით იასპარეზა, გავხდით პირველები A ჯგუფში, გადავედით ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში. მართალია ფინალში დავმარცხდით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ –
“დინამო თბილისი” ლეგენდების ტურნირის მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

ნახევარფინალში ბრემენის “ვერდერი” ანგარიშით 5:2 დავამარცხეთ.
ფინალური შეხვედრა ბერლინის “ჰერტასთან” გავმართეთ, რომელიც ბერლინის “ჰერტას” გამარჯვებით დასრულდა  განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დასრულების შემდეგ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ