• სექტემბერი 19, 2021 5:10 pm

ჯიქია ადასტურებს – ჯანო ანანიძე მალე დაბრუნდება

​მოსკოვის “სპარტიის” ცენტრალური მცველი, გიორგი ჯიქია იტყობინება, რომ ჯანო ანანიძე თამაშს მალე განაახლებს.

“ჯანოს ხშირად ვესაუბრები და მასთან კონტაქტი უწყვეტად მაქვს. მას მუხლის ტრავმა ისევ გაუმიზეზდა და რეაბილიტაციას საქართველოში გადის.

იგი თავს კარგად გრძნობს. ვარჯიშსაც თანდათანობით უმატებს და ფიქრობს, რომ სანაკრებო პაუზის მერე თამაშსაც შეძლებს,” – თქვა ჯიქიამ.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველი ამჟამად თბილისის “დინამოში” ირიცხება.

ანანიძემ თბილისელთა რიგებში სულ 26 წუთის თამაში მოასწრო, რისი მიზეზიც ბათუმის “დინამოსთან” მატჩში მიღებული ტრავმაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.