• სექტემბერი 19, 2021 5:17 pm

“რუბინი” კვარაცხელიას შემცვლელად სასწრაფოდ დანიელ გარემარბს ყიდულობს!

დანიის სუპერლიგის ლიდერ “მიდტიულანდის” 23 წლის გარემარბი ანდერს დრაიერი “რუბინში” გადადის, – იტყობინება Ekstra Bladet-ი.

 

დრაიერმა ჩემპიონატის მე-6 ტურში, “სილკებორგთან” მოგებულ მატჩში (3:0) მონაწილეობა მიიღო, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა და მალე ყაზანურ გუნდში გადაბარგდება.

 

დრაიერი ადრე “ესბერგში”, “ბრაიტონში”, “სენტ მირენსა” და “ჰერენვენში” თამაშობდა, დანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ამ სეზონში ჩემპიონატის 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე და თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

 

“მიდტიულანდი” მას ყაზანურ კლუბს 52.5 მილიონ კრონად (დაახლოებით 7 მილიონ ევროდ) მიყიდის. ფეხბურთელი

მედშემოწმებას გერმანიაში გაივლის.

 

დრაიერმა 2021 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებს გაუტანა გოლი. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 6 მილიონია.

 

დიდი ალბათობით, დრაიერს ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ყიდულობენ, რომლის შესახებ ბოლო ხანს ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.

 

ekstrabladet-ი აღნიშნულ ტრანსფერზე წერს, რომ დრაიერმა “რუბინის” ახალგაზრდა ქართველი კომეტა უნდა შეცვალოს, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ფეხბურთელია.

9 thoughts on ““რუბინი” კვარაცხელიას შემცვლელად სასწრაფოდ დანიელ გარემარბს ყიდულობს!”
  1. Attractive element of content. I just stumbled upon your weblog and
    in accession capital to claim that I acquire actually enjoyed account your weblog posts.
    Anyway I will be subscribing in your augment or even I fulfillment you
    access persistently rapidly.

  2. Magnificent goods from you, man. I’ve understand your stuff
    previous to and you’re just extremely great. I actually like what
    you’ve acquired here, really like what you are stating and the
    way in which you say it. You make it entertaining and you still take care of to keep it
    smart. I can’t wait to read far more from you.
    This is actually a wonderful website.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.