• სექტემბერი 19, 2021 4:36 pm

სასიამოვნო ინფორმაცია ოქრიაშვილი მალე სათამაშოდ მზად იქნება

ყველაზე ცუდი ვარაუდები არ გამართლდა და სანერვიულო არაფერია – თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და დიდი ალბათობით, მზად იქნება კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ტურისთვის, რომელიც 21 აგვისტოსაა დაგეგმილი.

 

ნიქოზიას „აპოელში“ გადასული ქართველი შემტევი ლარნაკას აეკ-თან ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა. შემდეგ მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და საბედნიეროდ, გაირკვა, რომ მოედანსაც მალე დაუბრუნდება და სექტემბერში საქართველოს ნაკრებსაც დაეხმარება.

 

ამის მიუხედავად, ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ათენში „პანათინაიკოსთან“ ამხანაგური მატჩი გამოტოვა და სავარაუდოდ, სიფრთხილის გამო „აპოლონთან“ ტესტ-შეხვედრაშიც დაასვენებენ.

 

გამოცემა „ტემასპორტის“ ცნობით, ნიქოზიურ კლუბში იმედიანად არიან განწყობილები და ვარაუდობენ, რომ 28 წლის თორნიკე ოქრიაშვილი მხოლოდ რამდენიმე დღე არ ივარჯიშებს და ჩემპიონატის დაწყებისთვის მზად იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.