• სექტემბერი 19, 2021 5:08 pm

კვარაცხელია საუკეთესოდ აღიარეს, “რუბინმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა

“რუბინმა” ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელია კი ბოლოს შეუჩერებელი იყო და “მატჩ პრემიერმა” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

 

რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში “რუბინმა” სახლში მძიმე ბრძოლაში 2:1 სძლია “ახმატს”.

 

მატჩი მართლაც დრამატული გამოდგა: მე-15 წუთზე ტრავმა მიიღო მასპინძელთა თავდამსხმელმა დესპოტოვიჩმა და შეცვალეს, 30-ე წუთზე სტუმრები საჯარიმოდან გატანილი გოლით დაწინაურდნენ, 55-ე წუთზე გროზნოელთა მეკარე შელია საჯარიმოდან გამოვიდა, ყაზანელ იგნატიევს შეეჯახა, მსაჯმა გააძევა და უპირატესობას “რუბინი” დაეუფლა. 58-ე წუთზე ჰაკშაბანოვიჩმა საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა და ამის მერე ხვიჩა გააქტიურდა – მას მეკარე

მელიხოვმა ორჯერ არ დაანება გოლის გატანა, ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა, ერთხელ ააცილა, ძალიან ეუხეშებოდნენ და ორ მეურვეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, ხოლო 86-ე წუთზე აბილდგორმა ნაკუთხურალ ბურთს მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი და “რუბინმა” გაიმარჯვა.

 

“რუბინი” “ზენიტთან” და “დინამოსთან” ერთად ლიდერია და 15 აგვისტოს მეოთხე ტურში “კრილია სოვეტოვს” უმასპინძლებს. იქამდე ყაზანური გუნდი 12 აგვისტოს კონფერენს ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო შეხვედრაში პოლონურ “რაკუვს” სახლში დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი მატჩი 0:0 დასრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.