• სექტემბერი 19, 2021 4:52 pm

ლეო მესის გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია

 

 

“ბოლო დღეებში ვფიქრობდი, თუ რისი თქმა შეიძლებოდა… სიმართლე ისაა, რომ ვერაფერზე ვფიქრობ. ეს ჩემთვის მართლაც რთულია, აქ ჩემი მთელი ცხოვრება გავატარე. მე ამისთვის მზად არ ვარ.”

 

“გასულ სეზონში, როდესაც ბუროფაქსი მივიღე, ვიცოდი, რაც უნდა მეთქვა, მაგრამ ეს წელი ისეთივე არ არის. ჩემი ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ სახლში ვრჩებოდით, ჩვენ ეს ყველაფერზე მეტად გვსურდა.”

 

“ვფიქრობდით, რომ ბარსელონაში დავრჩებოდით. ეს დრო, რაც ჩვენ ერთად გავატარეთ, გასაოცარია. დღეს კი ამ ყველაფერს უნდა დავემშვიდობო.”

 

“მთელი ცხოვრება აქ გავატარე, 13 წლის ასაკიდან აქ ვიყავი. 20 წლის შემდეგ, აქაურობას ჩემს მეუღლესთან და ოჯახთან ერთად ვტოვებ.”

 

“ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ყველა ჩემი თანაგუნდელი, ჩემი ძველი თანაგუნდელებიც, ყველა ჩემ გვერდით იყო.”

 

“ძალიან ლამაზი დღეები გამოვიარეთ, ასევე ცუდიც. ეს ყველაფერი დამეხმარა ზრდაში და გამხადა ის ადამიანი, ვინც დღეს ვარ.”

 

“ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. სიმართლე ისაა, რომ მე მივდივარ. მადლობელი ვარ იმ მზრუნველობისთვის, რაც ხალხმა ჩემ მიმართ გამოიჩინა.”

 

“დამშვიდობება არ მსურდა, რადგან ამაზე არასდროს მიფიქრია. მე არასდროს წარმომედგინა ასეთი გზით დამშვიდობება.”

 

“მე ვტოვებ კლუბს გულშემატკივრების ნახვის გარეშე. დამშვიდობება სავსე კამპ ნოუს წინაშე წარმომედგინა.”

 

“გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრი რამის თქმა მავიწყდება, მაგრამ ეს არის ის, რისი თქმაც ახლა შემიძლია. ბოდიში, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ…”

 

“რომელი იყო ჩემი საუკეთესო მომენტი? არჩევანის გაკეთება რთულია, მაგრამ ჩემი ბარსაში დებიუტი ოცნების ახდენა იყო. ყველაფერი, რაც მას შემდეგ მოხდა, საოცარი იყო. თუმცა, მე ყოველთვის მახსოვს ის მომენტი, როდესაც ყველაფერი დაიწყო.”

 

“მათ ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივება ლა ლიგის გამო არ შეეძლოთ.”

 

“არ ვიცი, რა ვთქვა. ვერ ვიღებ იმ რეალობას, რასაც ამ კლუბის დატოვება და ჩემი ცხოვრების მთლიანად შეცვლას ნიშნავს.”

 

“პარი სენ-ჟერმენი არის სახელი, რომელიც ყველაზე მეტად გესმით, სად ვაპირებ წასვლას? მე არავისთან არაფერი დამიდასტურებია, მაგრამ ეს შესაძლებელია.”

 

“მადლობელი ვარ იმისთვის, როგორი კარიერაც ბარსელონაში მქონდა, განსაკუთრებით კი ტიტულებისთვის. დამარცხებებიც, რადგან ისინი ზრდაში გვეხმარებოდნენ. თქვენ შეგიძლიათ, რომ დამარცხებისგან ისწავლოთ.”

 

“ურთულესი მომენტია, როდესაც მე ვარჯიშზე წასვლას ვეღარ შევძლებ და დიახ, ეს ჩემთვის ყველაზე რთული მომენტია.”

 

“როგორც ლაპორტამ თქვა, კლუბი ნებისმიერ ადამიანზე დიდია. ხალხი შეეგუება ამას, როგორც ყველაფერს. ჩვენ ნამდვილად კარგი ფეხბურთელები გვყავს.”

 

“დავბრუნდები თუ არა კამპ ნოუზე, რათა სათანადოდ გამოვემშვიდობო გულშემატკივრებს? დიახ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ისეთივე აღარ იქნება.”

 

“არსებობდა თუ არა ცრუ იმედი ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ? ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ დავრჩებოდი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხარე. მე არავისთვის მიმიცია ყალბი იმედი.”

 

“რა ვიგრძენი, როდესაც ახალი ამბავი შევიტყვე? ეს ძალიან რთული იყო. თუმცა, მე მაინც ვცდილობდი ამ ყველაფრის გაანალიზებას. როდესაც სახლში ვიქნები, ეს კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ფეხბურთის თამაშს ვაგრძელებ. აი, ეს მომწონს ყველაზე მეტად.”

 

“რას ვიგრძნობ, როდესაც ბარსას დავუპირისპირდები? ბარსელონაში მცხოვრები ხალხი მიცნობს და მათ იციან, რომ კონკურენცია მიყვარს, გავაგრძელებ ბრძოლას, რათა ყველაფერი მოვიპოვო.”

 

“მინდა მივულოცო დანი ალვესს ოლიმპიური ჩემპიონობა. მე მასთან ძალიან ახლოს ვარ.”

 

“ფოტო პარი სენ-ჟერმენის მოთამაშეებთან? ეს დამთხვევა იყო. ისე მოხდა, რომ ერთ დღეს შევხვდით ერთმანეთს, მე მათთან ვმეგობრობ.”

 

“სანამ შევძლებ, კონკურენციას გავაგრძელებ.”

 

“როგორც ყოველთვის, მატჩის ბოლო წუთამდე ვიბრძვი და რატომ არ შეიძლება, რომ კარიერა ისევ აქ გავაგრძელო? როგორც განმარტავენ, კლუბს დიდი ვალი აქვს. ეს შეუძლებელია. მე ჩემს კარიერაზე უნდა ვიფიქრო.”

 

“შევეცდები, რომ ჩემპიონთა ლიგა კიდევ მოვიგო.”

 

“იყო თუ არა შესაძლებლობა, რომ ხელფასი შემემცირებინა? მე მათ შევთავაზე, რომ ხელფასს 50%-ით შევიმცირებდი, სხვა არაფერი უთხოვიათ. ბევრი რამ, რასაც ხალხი ამბობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.”

 

“თავს მოტყუებულად ვგრძნობ თუ არა? არა, არა. ყველამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და ეს საბოლოო ჯამში, შეუძლებელი აღმოჩნდა.”

 

“ვიმედოვნებ, რომ დაბრუნებას შევძლებ და ამ კლუბის ნაწილი ვიქნები, რათა დავეხმარო, რომ საუკეთესოები იყვნენ.”

 

𝐓𝐇𝐀𝐍𝐊 𝐘𝐎𝐔 𝐅𝐎𝐑 𝐄𝐕𝐄𝐑𝐘𝐓𝐇𝐈𝐍𝐆, 𝐆𝐎𝐀𝐓!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.