გიორგი პაპუნაშვილი კარიერას რასინგში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე გადავიდა. ინფორმაცია ოფიციალურად სარაგოსას ვებ-გვერდმა დაადასტურა.
მიმდინარე სეზონში გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატის 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ესპანეთის სამეფო თასზე კი სარაგოსას მაისურით 2-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
რასინგი ამ დროისთვის ლა ლიგა 2-ის გასავარდნ ზონაშია, რასინგი 19 ქულით 21-ე ადგილს იკავებს.