• სექტემბერი 19, 2021 4:49 pm

“აიაქსის” შემტევი ტრაგიკულად დაიღუპა

ამსტერდამის “აიაქსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გუნდის 16 წლის შემტევი ნოაჰ გესერი ავტოკატასტროფაში მოხვდა და გარდაიცვალა.

 

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ინციდენტი პარასკევს მოხდა. ავარიის ეპიზოდში მანქანაში ნოაჰის 18 წლის ძმაც იმყოფებოდა, რომელიც ასევე გარდაიცვალა.

 

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “აიაქსში” საშინელი სიახლე მივიღეთ ნოაჰ გესერის გარდაცვალების შესახებ. ჩვენი აკადემიის 16 წლის წევრი ავტოკატასტროფაში დაიღუპა პარასკევ საღამოს თავის ძმასთან ერთად.”

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.