• სექტემბერი 19, 2021 4:15 pm

ემილიანო სალას დამ რომინამ თავის მოკვლა სცადა

ავიაკატასტროფაში დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას დამ რომინამ თავის მოკვლა სცადა. ინტერნეტ-გამოცემა tn.com.ar-ის ინფორმაციით, გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს და ამჟამად, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

აღნიშნავენ, რომ რომინამ თავის ჩამოხრჩობა არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას სცადა.

ემილიანო სალას დაღუპვიდან ორწელიწადნახევარი გავიდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი 15 მილიონ ევროდ „ნანტიდან“ „კარდიფში“ გადავიდა და ბრიტანეთში მიემგზავრებოდა გარიგების დასასრულებლად, როცა თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. 2019 წლის თებერვალში თვითმფრინავი ლა მანშის სრუტის ფსკერზე იპოვნეს, ფეხბურთელის სხეული წყლიდან ამოიღეს.

ტრაგედიის შემდეგ, რომინა სალა დიდი ხანი აქვეყნებდა შეტყობინებებს სოციალურ ქსელში თავისი ძმის შესახებ, მათ შორის, მის დაბადების დღეზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.