• პარ. აგვ 6th, 2021

1990 წელს დაბადებული გაბონელი ფეხბურთელის დედა 1986 წელს გარდაცვლილა

ვითომ 30 წლის ფეხბურთელმა, გელორ კანგამ სადისციპლინო კომისიას უნდა აუხსნას თუ როგორ დაიბადა თვითონ 1990 წელს, როდესაც დედამისი 1986 წელს გარდაიცვალა.

 

ძალიან კომიკური სიტუაციაა, სავარაუდოდ გაბონელს ასაკი აქვს გადაკეთებული და მინიმუმ 34 წლისაა. აფრიკაში ეს ნამდვილად არ გვიკვირს. გავიხსენოთ ბევრი ფერადკანიანი ფეხბურთელი, რომლებიც კარიერის პიკში უნდა შესულიყვნენ, თუმცა სიბერისგან აღარ შეეძლოთ თამაში.

 

გელორ კანგა ბელგრადის რედ სტარში თამაშობს, სადაც, 2020 წლიდან 26 თამაშში 6 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე პრაღის სპარტასა და როსტოვში გამოდიოდა.

 

ვეტერანი ფეხბურთელი გაბონის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს და 47 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.