აპრილი 16, 2024

დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, რომელმაც ფინეთთან ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში გულის შეტევა მიიღო, მწვრთნელთან საუბრისას თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს:

 

,,მადლობა, არ დავნებდები! ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ, მინდა გავიგო, რა დამემართა.

 

მსურს, ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ!” – ერიქსენის სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო ციტირებს.

 

დანიასა და ფინეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა, ფეხბურთელი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს. უეფამ მალევე დაადასტურა, რომ ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

1 thought on “La Gazzetta dello Sport-ი კრისტიან ერიქსენის კომენტარს ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *