როგორც მოგეხსენებათ,”ბარსელონას” ლეგენდას, ჩავი ერნანდესს, რომელიც ამჟამად ყატარულ “ალ სადს” უდგას სათავეში, “ბლაუგრანას” თავკაცის პოსტის დაკავებას აქტიურად უწინასწარმეტყველებენ. გავრცელებული ცნობების თანახმად, კატალონიელებმა მას 2.5 წლიან კონტრაქტი შესთავაზეს.

საინტერესოა, რომ სულ რამდენიმე საათის წინ, თუ ვიკიპედიაზე “მაესტროსადმი” მიძღვნილ გვერდს ეწვეოდით, ესპანელის სამწვრთნელო კარიერის გრაფაში კლუბ “ბარსელონასაც” აღმოაჩენდით, თუმცა ეს განახლება მალევე წაიშალა.

სტატია მომზადებულია mybarca.ge მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ