El Caso-ს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი კლდიან ნაპირზე სეირნობდა, მაგრამ ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. თითქმის ეგრევე ის დინებამ ზღვაში წაიღო.
ფეხბურთელის მეგობრებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მომხდარის ადგილას პოლიცია და მაშველები იქნენ გამოძახებულნი.
ბირიტიგის ნარჩენები უკვე ღამე იპოვნეს. სავარაუდოდ, ის ზღვაში ზვიგენებმა შეჭამეს.