• პარ. აგვ 6th, 2021

თბილისის ,,დინამოს” კახა ცხადაძე ჩაიბარებს

გიორგი ნემსაძე თბილისის ,,დინამოს”  აღარ გაწვრთნის. იგი  საქართველოს ყვეკაზე ტიტულოვან  კლუბში სპორტული მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლებს. მთავარი მწვრთნელის პოსტს კი კახა ცხადაძე ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

უფრო დეტალურ ინფორმაციას გულშემატკივარი ახლო პერიოდში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მოისმენს.

კახა ცხადაძე ფეხბურთელობის ჟამს
თბილისის ,,დინამოს” ღირსებას 1988–1991წლებში იცავდა.

ცხადაძე 2005-2006 წლებში ,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი იყო.

,,დინამოს” გარდა, იგი თბილისის
,,ლოკომოტივის”, ბოლნისის ,,სიონის”, ბაქო ,,სტანდარდის”, ბაქოს ,,ინტერის”, ასევე ყაზახური კლუბების ,,ქაირათის” და ,,ორდაბასის” მწვრთნელი გახლდათ.

2009 წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, ხოლო 2015–2016 წლებში ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.