• ნოემბერი 29, 2021 11:16 am

გიორგი ნემსაძე თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრნელი აღარ არის

თბილისის „დინამოში“ გიორგი ნემსაძის  მთავარი მწვრთნელობა ხანმოკლე გამოდგა. ქართული ფეხბურთის ფლაგმანს, მისი და ასევე ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი აღარ უთავკაცებს.

როგორც ჩანს, „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ნემსაძის მუშაოიბის შესაფასებლად მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის 15 ტური იკმარა, სადაც თბილისელების 31 ქულით პირველ-მეორე ადგილს ბათუმის „დინამოსთან“ იყოფენ.

ბოლო ტურში, გიორგი ნემსაძის შეგირდებმა გორში ადგილობრივ „დილასთან“ მეტად უსახურად ითამაშეს და 0:2 წააგეს. ალბათ სწორედ ეს გამოდგა მთავარი მწვრთნელის გასათავისუფლებლად განსმაზღვრელი ფაქტორი.

მართალია, გიორგი ნემსაძეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაატოვებინეს, თუმცა გუნდში რჩება და მუშაობას სპორტული დირექტორის რანგში გააგრძელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.