• სექტემბერი 19, 2021 4:40 pm

მამუკა კვარაცხელია – ,,გახარებულებმა დავტოვეთ ბორჯომი, სადაც მალე დაიწყება ახალი სტადიონის მშენებლობა

,,მე, გიო რევაზიშვილმა, გოგა დადივაძემ და დათო ჯუღელმა ბორჯომში მოვინახულეთ ძველი სტადიონი და პროექტის თაობაზე ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზაალიშვილის და ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელის ნინო გიუაშვილის სწორი და საჭირო ხედვით მოხიბლულები დავრჩით!!!

გახარებულებმა დავტოვეთ ქალაქი, სადაც მალე დაიწყება ახალი სტადიონის მშენებლობა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია მინდვის ახალი საფარით შეეწევა!!!

ასეთი იქნება გიორგი კობალაძის დაპროექტებული სტადიონი!!!!” – წერს სოციალურ ქსელში მამუკა კვარაცხელია, სტადიონების განყოფილების უფროსი საქართველოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.