• პარ. აგვ 6th, 2021

“ჯუღელი ინსტრუქციებს მაძლევდა?! – ტყულია“

როტორის ყოფილმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ხაცკევიჩმა ვოლგოგრადელთა რიგებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

მან კომენტარი ქართველებზეც გააკეთა:

ბევრმა დაწერა, რომ მამუკა ჯუღელი თამაშებზე ინსტრუქციებს მაძლევდა და შემადგენლობას აყენებდა, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ასე რომ ყოფილიყო, მე არ შევეგუებოდი და როტორს იმ წუთშივე დავტოვებდი.

დავითაშვილი შესანიშნავი მოთამაშე და კარგი ახალგაზრდაა. სადღაც არ გაუმართლა, თორემ შეეძლო, მეტი ქულა მოეტანა და მეტი გაეტანა. 

კვირკველია წარსულით ცხოვრობს, როცა ერთ დროს კარგად თამაშობდა. რაც უფრო გამოცდილი ხდები, საკუთარ თავისადმი მით უფრო მომთხოვნი და პროფესიონალი უნდა გახდე. მაგრამ წარსულის დამსახურების გამო, შემადგენლობაში არავის აყენებენ“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, როტორი რუსეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდა და ახალ სეზონს მეორე ლიგაში დაიწყებს.

ზურიკო დავითაშვილი და საბა კვირკველია კლუბში იჯარით ირიცხებოდნენ და დიდი ალბათობით, ვოლგოგრადულ გუნდს დატოვებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.