• სექტემბერი 19, 2021 4:38 pm

ოთარ კიტეიშვილმა სეზონი ასისტით დაასრულა

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ქართველთა გუნდების დუელი შედგა – ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის ვოლსფერგერი შინ 1:3 დამარცხდა ოთარ კიტეიშვილის შტურმთან. ამით გრაცელებმა 36 ქულით მე-3 ადგილი დაიკავეს და სულ ცოტა დააკლდათ ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე (რაპიდმაც 36 ქულა მოაგროვა). შტურმი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ვოლფსბერგერმა სეზონი მე-5 პოზიციაზე დაასრულა, რაც ამ კლუბისთვის კარგი შედეგია.

ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა – მის თავურს იებოამ დაამატა. მასპინძელთა რიგებში 67-ე წუთზე გიორბელიძე შევიდა, ხოლო ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.

ოთარ კიტეიშვილმა 2020/21 წლების სეზონის ბუნდესლიგაში 7 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.