• პარ. აგვ 6th, 2021

ლაშა სალუქვაძე: ცუდი არ იქნება ცოტა ხნით ხვიჩა კვარაცხელიას სლუცკისთან დარჩენა

 

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მცველმა, ლაშა სალუქვაძემ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა.

„ახლა ხვიჩა საქართველოში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია და ყველას აინტერესებს, განსაკუთრებით ეროვნული გუნდის საგაზაფხულო მატჩების შემდეგ. მე მამამისს ვიცნობ. თუ ის ამბობს, რომ ხვიჩა ტოვებს რუსეთს, მაშინ ასეც იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, ცუდი არ იქნებოდა, კიდევ კიდევ ექვსი თვე ან ერთი წელი სლუცკის „რუბინში“ ეთამაშა, იქ მომატებას შეძლებს“, – ამბობს სალუქვაძე.

საქართველოს ნაკრების ვეტერანის თქმით, ხვიჩას შუალედური კლუბი სჭირდება:
„თუ ის “რუბინს” დატოვებს, იმედი მაქვს, რომ არ წავა პირდაპირ ტოპ-კლუბში. მისთვის მნიშვნელოვანია თამაში, „ბაიერნში“ ან „იუვენტუსში“ კი ძალიან რთული იქნება კონკურენციის უცებ დაძლევა. ვისურვებდი, რომ წავიდეს ლევერკუზენის „ბაიერში“, „სევილიაში“ ან ამ დონის სხვა გუნდში მოხვდეს. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯიც იქნება და ამავე დროს კვლავ ექნება ზრდის შანსი. მისთვის დიდ ტოპ კლუბებში გადასვლა ნაადრევია“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.