• სექტემბერი 19, 2021 4:20 pm

ლევან შენგელია “ქონიასპორიდან” გაუშვეს

ლევან შენგელია უგუნდოდ დარჩა. ქართველი ფეხბურთელი „ქონიასპორში“ აღარ ითამაშებს. ამის მიზეზი კი ერთობ უცნაური და გაუგებარია.

მოკლედ, თურქულმა გუნდმა ერთბაშად  9 ფეხბურთელი დაითხოვა და ლევან შენგელიაც მათ შორის მოჰყვა. თურქული მედიის თქმით, საქართველოს ნაკრების შემტევს სეზონის განმავლობაში საჭირო რაოდენობის მატჩები არ დაუგროვდა და კლუბიდანაც ამიტომ უშვებენო. დაგვეთანხმებით, რომ მეტად თითიდან გამოწოვილი მიზეზია.

ლევან შენგელია „ქონიასპორში“ 2019 წელს თბილისის „დინამოდან“ გადაბარგდა, გუნდის მაისური 59-ჯერ მოირგო და 7 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ლევან შენგელია მოედანზე 33 მატჩში გავიდა და მეტოქის კარის აღებ 5-ჯერ მოახერხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.