• პარ. აგვ 6th, 2021

კახა ცხადაძე საქმიანობას უბრუნდება

გამოცდილი ქართველი მწვრთნელი, კახა ცხადაძე საქმიანობას უბრუნდება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 52 წლის სპეციალისტი ადგილობრივი „საბაჰის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება.

ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ კლუბის ხელმძღვანელები ცხადაძის დანიშვნის შესახებ უახლოეს საათშებშიი გამოაცხადებენ.

„საბაჰი“ აზერბაიჯანის უმაღლეს ჩემპიონატში ასპარეზეობს და 27 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.

კახა ცხადაძე კი ბოლოს ხაზახურ „ორდაბასს“ წვრთნიდა და 2020 წლის ზაფხულიდან უმუშევარია. მას აზერბაიჯანში მუშაობის კარგი გამოცდილებაც აქვს. 2009-2015 წლებში 52 წლის სპეციალისტი ბაქოს „ინტერს“ წვრთნიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.