• სექტემბერი 19, 2021 4:18 pm

თემურ ქეცბაიამ გადაწყვეტილება მიიღო

ქართველი მწვრთნელი კვიპროსში რჩება. თემურ ქეცბაიას და „ანართოსისს“ შორის შეთანხმება შედგა. ბოლო ხანს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქეცბაია ფამაგუსტურ გუნდს, სადაც 2019 წელს დაბრუნდა სეზონის ბოლოს დატოვებდა, თუმცა ვარაუდები არ გამართლდა.

კვიპროსული მედიის თქმით, თემურ ქეცბაიას და „ანართოსისის“ ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და ქართველი სპეციალისტიც გუნდს კიდევ ორი წლით უთავკაცებს. შეთანხმებულია ფინანსური დეტალებიც.

ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ „ანართოსისმა“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა კი დათმო, მაგრამ კვიპროსის თასი მოიგო. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ფამაგუსტელები ქვეყნის თასს 13 წლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლნენ.

თემურ ქეცბაიას მომავალი კი გაირკვა, მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია ქართველი ლეგიონერების საკითხი, რომლებიც „ანართოსისში“ მრავლად არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.