• სექტემბერი 19, 2021 4:53 pm

გიორგი მერებაშვილმა პოლცკის „ვისლა“ დატოვა

გიორგი მერებაშვილი პოლცკის „ვისლას“ ფეხბურთელი აღარ არის. ქართველ შემტევს პოლონურ გუნდთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ამჟამად უკვე თავისუფალი აგენტია.

გიორგი მერებაშვილი „ვისლაში“, რომლის მეტსახელიც „მენავთობეა“,  5 წლის მანძილზე თამაშობდა და 135 მატჩში 26 გოლის გატანაც მოახერხა.

34 წლის გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი აწ უკვე ყოფილ გუნდს მეტად ემოციურად დაემშვიდობა.

„ვიყავი, ვარ და ვიქნები მენავთობე. აქ გატარებული წლები სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. ჩემთვის რთულია იმ ემოციების სიტყვებით გადმოცემა, რასაც ახლა განვიცდი. კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. მადლობა და ნახვამდის“.

გიორგი მერებაშვილს კარიერის მანძილზე ბურთი თბილისის ”დინამოში”, სერბული ”ვოივოდინაში”, ბერძნულ „ოფიში, ”ვერიასა” და ”ლევადიაკოსში” უგორებია.

ამ ეტაპზე უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.