31 წლის საყრდენი ნახევარმცველი, თორნიკე გორგიაშვილი ,,დილას” ფეხბურთელია, მან ჩვენს კლუბთან 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გორგიაშვილი ბოლოს  საბურთალოში ასპარეზობდა სადაც გასულ სეზონში 28  შეხვედრაში 2 გოლი  გაიტანა,

საფეხბურთო კარიერა 

თორნიკე გორგიაშვილს არაერთი  ქართული გუნდის რიგებში უთამაშია და არაერთი ტიტულის მფლობელია. მისი კარიერა 2005 წელს საფეხბურთო კლუბ თბილისში დაიწყო, რის შემდეგაც საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონში” გადაბარგდა რომლის შემადგენლობაშიც  ზედიზედ 2 ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. 2010-11 წლებისა და 2011-12 წლების სეზონში. შემდეგ მის კარიერაში იყო ,,დინამო” თბილისი, რომელის რიგებშიც ასევე გახდა ქვეყნის ჩემპიონი, იმავე 2013-14 წლების სეზონში დაეუფლა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს. ამის შემდგომ, ჯერ ,,ცხინვალში” ხოლო შემდეგ საფეხბურთო კლუბ ,,სამტრედიაში ” გადაბარგდა. 2016 წელს იგი საჩხერის ჩიხურას შეურთდა სადაც საქართველოს თასს კიდევ ერთხელ დაეუფლა. ბოლოს კი  იყო თბილისის საბურთალო, სადაც  2018 წელს საქართველოს ჩემპიონის 2019 წელს კი საქართველოს თასის  გამარჯვებულის ტიტულს  დაეუფლა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ