აპრილი 18, 2024

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონთა თავკაცმა ეროვნულ გუნდში
24 ფეხბურთელი გამოიძახა .

ტიტეს რჩეულთა რაზმი ასეთია:

მეკარეები : ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი);

მცველები : დანი ალვეში (სან პაულუ), დანილო, ალექს სანდრო (ორივე – იუვენტუსი, იტალია), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), ლუკას ვერისიმო (ბენფიკა, პორტუგალია), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი);

ნახევარმცველები: ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ლიონი, საფრანგეთი), კაზემირო (რეალი, ესპანეთი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა, ინგლისი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო);

ფორვარდები: ევერტონი (ბენფიკა, პორტუგალია), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ბარბოზა (ფლამენგო), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი).

ბრაზილიელები 4 ივნისს ეკვადორს შეხვდებიან.
8 ივნისს კი პარაგვაის.
დაუპირისპირდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *