• პარ. აგვ 6th, 2021

შოთა ხინჩაგაშვილს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

ვეტერან ფეხბურთელს, შოთა ხინჩაგაშვილს, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

“თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების 40 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, შოთა ხინჩაგაშვილს სახლში ეწვია და საპატიო მოქალაქის სიგელი და მედალი გადასცა.

შოთა ხინჩაგაშვილი 1968-69 წლებში რუსთავის ,,მეტალურგში’’ თამაშობდა, 1970-82 წლებში კი თბილისის ,,დინამოს’’ ღირსებას იცავდა. თააშობდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში.

1981 წელს, თბილისის ,,დინამოს’’ შემადენლობაში, თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

2011 წელს, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, შოთა ხინჩაგაშვილს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. არის ღირსების ორდენის კავალერი.”- ამ ინფორმაციას რუსთავის მერია საკუთარ “ფეისბუქ” გვრდზე ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.