• პარ. აგვ 6th, 2021

“სარბიელის” დიდი დაბრუნება დიდი გამარჯვების დღეს

13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების დღეა. 1981 წლის 13 მაისს თბილისის დინამომ კარლ ცაისს თასების მფლობელთა თასის ფინალში 2:1 მოუგო და ქართველ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მიანიჭა.

 

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, გაზეთი სარბიელი საგანგებო ნომერს გამოუშვებს, სადაც მაშინდელი დინამოს ამბები, ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ინტერვიუები, უნიკალური ფოტოები, უცნობი ისტორიები და სხვა მრავალი საინტერესო მასალა იქნება. გაზეთის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით პრესის გავრცელების ჯიხურებში იქნება შესაძლებელი.

სარბიელი 1990-2009 წლებში გამოდიოდა და უამრავი ერთგული მკითხველი ჰყავდა. შარშან დეკემბრის ბოლოს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაზეთმა საიუბილეო ნომერი გამოსცა, რომელმაც მკითხველი გაახარა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.