• პარ. აგვ 6th, 2021

რონალდ კუმანი: ,,ამდენ შეცდომას ,,ბარსელონა” არ უნდა უშვებდეს” 

ესპანეთის ჩემპიონობისთვის მებრძოლ, ,ბარსელონას” მთავარმა მწვეთნელმა რონალდ კუმანმა ,,ლევანტესთან” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

პრესკონფერენციაზე ნიდერლანდელი სპეციალისტი დამწუხრებული იყო, მან განაცხადა, რომ მომხდარის ახნა რთულია, ,,ბარსელონა” ამდენ შეცდომას არ უნდა უშვებდეს.

კუმანის ახრის საჩემპიონო მარათონი გრძელდება და მისი გუნდი დარჩენილ შეხვედრებბში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

რონალდ კუმანი: ,,ძალიან იმედგაცრუებული ვარ. რთულია მომხდარის ახსნა. ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და 2:0 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ამხელა უპირატესობა დავკარგეთ.
ფეხბურთელებმა გამარჯვება ნაადრევად დაიჯერეს და ამისთვის დავისაჯეთ. როგორც მწვრთნელი ამ შედეგზე მეც ვარ პასუხისმგებელი.
ფაქტი ერთია, ,,ბარსელონა” ამდენ შეცდომას არ უნდა უშვებდეს.
ახლა ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან დაიძაბა. კონკურენტებმა ჩვენზე უკეთესი შანსი მიიღეს, თუმცა ჩემი გუნდი დანებებას არ აპირებს.
დარჩენილ შეხვედრებში შეცდომების გამოსწორებას და მოგებებს ვაპირებთ.
2 მატჩი გვაქვს დარჩენილი. ერთი ,,კონფერენს ლიგის” საგზურისთვის მებრძოლ ,,სელტასთან”, მეორე ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნების მსურველ ,,ეიბართან”.
,,ლევანტესთან” მატჩი დროულად უნდა დავივიწყოთ და დარჩენილი ორივე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატაროთ”’ -აცხადებს რონალდ კუმანი.

36-ე ტურის მატჩში ,,ბარსელონამ” ,,ლევანტესთან” ფრედ 3:3 ითამაშა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 76 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.