• პარ. აგვ 6th, 2021

,,მერობაზე იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ”- შოთა არველაძე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც ყოფილი ფეხბურთელის არჩილ არველაძის თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატობაზეა საუბარი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” კომენტარი შოთა არველაძემ გააკეთა.

ლეგენდარული ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას და მის ძმებს აქვთ საქმე, რომელსაც ათწლეულებია ემსახურებიან და ასე აპირებენ მომავალშიც.

შოთა არველაძე: ,,სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, თუ მე ან აჩი მერი გავხდებით ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს.

მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება.
P.S  მერობაზე იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ 😅” – წერს შოთა არველაძე.

არჩილ არველაძის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ინფორმაცია ,,რუსთავი 2”-მა გაავრცელა და კომენტარისთვის თავად მას დაუკავშირდა.
მედიის ინფორმაციით არჩილ არველაძე მერობის კანდიდატი გიორგი გახარიას პარტიიდან იქნება.

აჩი არველაძემ ეს ინფორმაცია ჟურნალისტთან უარყო და ჩაძიების შემდეგ მას ირონიული პასუხი გასცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.