თბილისურმა “საბურთალომ” მომავალი სეზონისთვის შეკრებები დაგეგმა – გადაწყვეტილია, რომ 14-23 იანვრის ჩათვლით გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში მოემზადება. პირველ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების გამართვა არაა დაგეგმილი. შემდეგ, კლუბი სამშობლოში დაბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს მზადებას ახალი სეზონისთვის. დასკვნით მოსამზადებელ ციკლს კი ჩვენი გუნდი 1-14 თებერვლის ჩათვლით ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში გაივლის, სადაც რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. სავარაუდო სპარინგ-პარტნიორების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სატატია მომცადებულია: FCSaburtalo.ge

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ