• პარ. აგვ 6th, 2021

სამწუხარო ინფორმაცია: “ბაიერნის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო

მიუნხენის “ბაიერნის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, მალიკ ტილმანმა უმძიმესი დაზიანება მიიღო.

 

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც ის დაახლოებით 4-6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს დაბრუნებას.

 

ტილმანი 2015 წლიდან “ბაიერნის” აკადემიის წევრია და გასულ სეზონში სარეზერვო გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. იგი საკმაოდ კარგ ფორმაში იყო და 8 თამაშში 5 გოლის გატანაც მოასწრო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.