• პარ. აგვ 6th, 2021

ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “დინამოს” მატჩის ყველა ბილეთი 2 საათში გაიყიდა

8  მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.

ამისთვის კი საჭირო მხოლოდ 2 საათი იყო. შეხვედრას სტადიონის ტევადობის 30%, ანუ 7000-მდე ქომაგი დაესწრება და ეცდებიან, ბათუმი არენაზე საუცხოო ატმოსფერო შექმნან.

ბათუმის დინამო ახალ სტადიონზე გულშემატკივრის თანდასწრებით პირველად ითამაშებს. შეხვედრა 20:15 საათზე დაიწყება და კომენდანტის საათის პერიოდში მორჩება, თუმცა მატჩზე დასასწრები ბილეთი ერთჯერადი საშვი იქნება.

ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ამ მატჩის წინ დაძაბულობაა. დინამო თბილისი ჩემპიონატს 25 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ბათუმის დინამო და გამარჯვების შემთხვევაში გალიდერდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.