• სექტემბერი 16, 2021 10:23 pm

ქართველი მეკარე ლა ლიგაში ითამაშებს

ესპანური La Voz Del Puchades-ის ინფორმაციით, ვალენსიამ უკვე მიაღწია შეთანხმებას 20 წლის გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილთან და ზაფხულიდან თბილისის ლოკომოტივის მეკარე ვალენსიას სარეზერვო გუნდში, CF მესტალიაში ჩაირიცხება.

საიტის მტკიცებით, გუნდთან კონტრაქტს აღარ აგრძელებენ სარეზერვოს გოლკიპერები უნაი ეჩებარია და ემილიო ბერნადი, ხოლო ხუვენილ A-დან დაწინაურდება ჩარლი პერესი. “ვალენსიას შვილობილი კლუბი შეუთანხმდა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს დინამო თბილისს, რომელსაც ეკუთვნის გოლკიპერი, თუმცა იჯარით ლოკომოტივში თამაშობს. მარტში ის ეროვნულ გუნდშიც მოაზრებოდა. მამარდაშვილმა გამოცდილება ევროპალიგაზე თამაშით მიიღო. ის 2021 წლის 50 ტალანტში მოხვდა, უეფას ოფიციალური საიტის მიხედვით”.

ესპანური წყარო ამტკიცებს, რომ მამარდაშვილი მესტალიაში იჯარით ითამაშებს, ხოლო ვალენსიას მას გამოსყიდვის (არა სავალადებულო)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.