• სამ. მაი 11th, 2021

ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებებს განაცხადში 26 ფეხბურთელი ეყოლებათ

ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებს განაცხადში 23-ის ნაცვლად, 26 ფეხბურთელის შეყვანის  უფლება ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაცია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გავცელდა.

ნაკრებებს განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ივნისამდე აქვთ,  მაგრამ გუნდებს უფლება ექნებათ პირველ მატჩამდე  სერიოზული ტრავმის ან ავადმყოფობის შემთხვევაში

შეუზღუდავი რაოდენობის ცვლილება განახორციელონ.

ყოველი მატჩის წინ განაცხადში მეკარის შეცვლა ნებადართული იქნება.

ევროპის ჩემოიონატი სტარტს,  11 ივნისს აიღებს და 11 ივლისამდე გასტანს..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.