• სექტემბერი 16, 2021 9:53 pm

,,Grande Torino-ს ტრაგედია, თუ როგორ დაიღუპა გუნდის უკლებლივ ყველა წევრი…

1949 წლის 8 მაისს სპორტის კერძოდ, ფეხბურთის ისტორიაში დიდი უბედურება მოხდა…

„ტორინოს“ ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო 1942-49 წლების გუნდი, რომელსაც დიდ ტორინოს  იტალიურად Grande Torino-ს უწოდებდნენ.

ამ ფორმაციის გუნდმა ხუთჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა და ერთხელ თასი, ასევე 1943 წელს შეიქნა პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც დუბლი შეასრულა და ერთ წელს ქვეყნის ორივე მთავარი ტიტული მოიგო. ამ ლეგენდარული გუნდის კაპიტანი და ლიდერი ვალენტინო მაცოლა მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი იყო.

ლეგენდარულ გუნდს შეემთხვა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავიაკატასტროფა, როდესაც ლისაბონიდან  სამშობლოში დაბრუნებისას, თვითმფრინავი ტურინის სიახლოვეს სუპერგას გორაკზე მდებარე ბაზილიკის უკანა კედელს დაეჯახა, გუნდის უკლებლივ ყველა წევრი დაიღუპა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.