• კვი. აგვ 1st, 2021

ოფიციალურად: ევროპის ლიგის ფინალს გულშემატკივრები დაესწრებიან

უეფას გადაწყვეტილებით, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გასამართ ევროპის ლიგის ფინალურ მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან. ფინალური მატჩი 26 მაისს გაიმართება და სტადიონზე 10 000-მდე გულშემატკივარი შევა. უეფამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ, რომ ბილეთის ფასი 40-დან 130 ევრომდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ტურნირის ნახევარფინალური ეტაპი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას იღებენ ორი ინგლისური გუნდი (არსენალი, მან.იუნ), ერთი ესპანური (ვილიარეალი) და ერთიც იტალიური გუნდი (რომა).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.