5 იანვარს გაიმართა ლა ლიგის 19 ტურის მატჩი.სადაც ერთმანეთს ესპანიოლი და ბარსელონა დაუპირისპირდა,შეხვედრა ძალიან დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.
შეხვედრის 23-ე წუთზე დავით ლოპესმა საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთს თავი შესანიშნავად დაახვედრა და გოლი გაიტანა ბარსელონას კარში.
ანგარიში კი 1:0 გახდა ესპანიოლის სასარგებლოდ.
შეხვედრის 53-ე წუთზე ლუის სუარესმა წონასწორობა აღადგინა და ანგარიში 1:1 გახდა.
ბარსელონას ფეხბურთელებმა წინ გასვლა მალევე მოახერხეს შეხვედრის 59-ე წუთზე არტურო ვიდალმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და ბარსელონა დააწინაურა 1:2.
მატჩის 75-ე წუთზე მოედნიდან ბარსელონას ფეხბურთელი ფრენკ დეიონგი გააძევეს უხეშობის გამო.
მატჩის მიწურულს 88-ე წუთზე ვუ ლეიმ ბარსელონას კარში გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.
საბოლოოდ მატჩი ესპანიოლი ბარსელონა ფრეთ 2:2 დასრულდა.