• კვი. აგვ 1st, 2021

,,ინტერი” იტალიის ჩემპიონი გახდა

მილანის ,,ინტერის” სერია A-ს დასრულებამდე 4 ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი გახდა.

,,ინტერმა” ჩემპიონობა ოფიციალურად, მას შემდეგ გაინაღდა, რაც უშუალო კონკურენტმა
,,ატალანტამ” ,,სასუოლოსთან” შეხვედრა ვერ მოიგო.

,,სასუოლოსა” და ,,ატალანტას” ორთაბრძოლა ფრედ 1:1 დასრულდა.

,,ინტერს” ამ დროისთვის 82 ქულა გააჩნია და II-III ადგილებზე მყოფ ,,ატალანტასა” და ,,მილანს” 13 ქულით უსწრებს.

მილანის ,,ინტერმა” სკუდეტო 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.
სულ კი ისტორიაში იტალიის ჩემპიონი მეცხრამეტედ (19) გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.